Aleko Shugladze
Born
in Tbilisi, Georgia
September 18, 1965
Genre
“არადა, იყო ისეთი დრო, როცა შემეძლო გამეშვა ეს სიყვარული, თავისი წარსულით, გამექრო... ნამდვილად შემეძლო, არ ვტრაბახობ. ვერ გავუშვი, დავიტოვე, სხვა ასეთი ძლიერი არაფერი მქონდა და ვერ შეველიე. როცა ღმერთს ვერ ვხედავდი, ადამიანი მაინც მყვარებოდა! სხვანაირად როგორ? რომ გამეშვა, რითი ამომევსო სიცარიელე? უნდა ამერჩია: ან სიცარიელე, ან ტკივილი. ტკივილი ვარჩიე.”
― გადამალვა
― გადამალვა
“მობილურში მუსიკა ალალბედზე ჩავრთე და Clannad-ის კომპოზიცია აღმოჩნდა: Cumha Eoghain Rua Ui Neill. ირლანდიურმა ფოლკმა ბავშვობაში გადამისროლა: ჩემი კლასელი და ერთ დროს ჩემი მეგობარი, მალხაზ დარჩაშვილი გამახსენდა. მე-5 კლასამდე მარჯვენა ხელზე ფრჩხილებს ვერ ვიჭრიდი და მალხაზი მჭრიდა. მალე ერთი გოგო შეუყვარდა, ჩვენი სკოლელი, წერილი გაუგზავნა და ეს წერილი კლასელებს ჩაუვარდათ ხელში. დასცინეს დარჩაშვილს მაგრად, ტირილამდე მიიყვანეს. მე დარჩაშვილის სხვა საიდუმლოებებიც ვიცოდი, და კლასელებს რომ არ გავეშიფრე, დაცინვაში ავყევი. მაგრამ მალხაზი ვერ მიმიხვდა ამ თამაშს და ფაქტობრივად, იმ დღეს მოღალატე გავხდი. ვეღარ მოვახერხე თავის გამართლება. ხომ გესმით, სკოლის წლები ინერციით მიდის. ბავშვური გონებით ღრმად ფიქრს ვერ ასწრებ და უკვე განაწყენებულმა იმით, რომ ძალადობას და ღალატს მაბრალებდნენ (რაშიც არ ვიყავი დამნაშავე), გვარიანად შევიძულე დარჩაშვილი. ის მარტო დარჩა, მთელი მოძალადე მე-60 სკოლის წინაშე, ჩემი ჩათვლით. მისმა პროტესტმა არ დააყოვნა, ხელში კლასის ჟურნალი ჩაიგდო და ნიშნების უჯრედები 7-იანებით, 9-იანებით და ორნიშნა ციფრებით გაავსო. ახლა ათბალიანი სისტემა ნორმალურად ითვლება, იმ დროს კი ეს სერიოზულ პროტესტად უნდა ჩათვლილიყო, ნიშნებზე გადარეული მშობლებისა და ბავშვების მიმართ. მექრთამე მასწავლებლებმა მიაგნეს დამნაშავეს და დარჩაშვილი ძლივს გადაურჩა სკოლიდან გარიცხვას.
უკვე წლების მერე, როცა სკოლა დამთავრებული გვქონდა, ერთმა დანაშაულმა შეძრა თბილისი: ორმა მამაკაცმა ორ გოგოზე იძალადა და შემდეგ საშინლად დაასახიჩრა. გარდაცვლილი გოგონები ტყეში იპოვეს და ერთ-ერთი მათგანი დარჩაშვილის და იყო. მაშინ ვიგრძენი თავი დამნაშავედ, დარჩაშვილის გვერდით დადგომა მინდოდა, რაღაც მჭამდა შიგნიდან, კიდევ ერთხელ დავინახე საკუთარი სისუსტე. ამ ამბიდან რამდენიმე ხანში დარჩაშვილმა თვის ორ უმცროს ძმასთან ერთად, პოლიციაზე ადრე იპოვა მკვლელები და იქვე დახოცა.”
― გადამალვა
უკვე წლების მერე, როცა სკოლა დამთავრებული გვქონდა, ერთმა დანაშაულმა შეძრა თბილისი: ორმა მამაკაცმა ორ გოგოზე იძალადა და შემდეგ საშინლად დაასახიჩრა. გარდაცვლილი გოგონები ტყეში იპოვეს და ერთ-ერთი მათგანი დარჩაშვილის და იყო. მაშინ ვიგრძენი თავი დამნაშავედ, დარჩაშვილის გვერდით დადგომა მინდოდა, რაღაც მჭამდა შიგნიდან, კიდევ ერთხელ დავინახე საკუთარი სისუსტე. ამ ამბიდან რამდენიმე ხანში დარჩაშვილმა თვის ორ უმცროს ძმასთან ერთად, პოლიციაზე ადრე იპოვა მკვლელები და იქვე დახოცა.”
― გადამალვა
“ცხადია, ის შემთხვევაა, როცა ბრბოსთვის სექსი უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე თუნდაც მკვლელობა. ავტობუსები ბრეივიკებითაც რომ იყოს სავსე, ასეთი ამბავი ნამდვილად არ ატყდებოდა. ანდაც წარმოიდგინეთ, ადამიანთა მოდგმის მტერი - სტალინი იჯდეს. რას მივიღებდით? მივიღებდით შემდეგს: იგივე ბრბო (ზოგიერთის გამოკლებით) სტალინს ტერფებთან მიუცუცქდებოდა, თაყვანს სცემდა და ფეხსაცმელებს აულოკავდა.”
― გადამალვა
― გადამალვა
Is this you? Let us know. If not, help out and invite Aleko to Goodreads.