Georgian Library discussion
note: This topic has been closed to new comments.
გზამკვლევი
>
როგორ დავამატო წიგნი Goodreads-ზე?
date
newest »

This topic has been frozen by the moderator. No new comments can be posted.
1. ყველა მწერალი ემატება ინგლისური შრიფტით.
(ასევე უმჯობესია ინგლისურადვე დაემატოს მთარგმნელი, ან სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელთაც წიგნის დამატებისას ვუთითებთ)
2. წიგნი ემატება ნებისმიერ ენაზე, ოღონდ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ წიგნი "აიკინძოს" ერთ მატრიცაში. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა გამოცემების დამატებაც. მაგალითად, ქართულ ენაზე, "ვეფხისტყაოსნის" უამრავი გამოცემა არსებობს და თუკი ვინმეს სურს, დაამატოს მის ხელთ არსებული, პრობლემა არ არის. მთავარია არ შეიქმნას ცალკე წიგნი და ყველაფერი ერთ გამოცემაში მოგროვდეს.
3. ყოველთვის შეეცადეთ, რომ ყველა ველი სრულყოფილად შეავსოთ, წიგნის ფოტოს ატვირთვის ჩათვლით.
4. ქართველი ავტორები რომლებიც დამატებულია Goodreads-ზე
5. გახსოვდეთ, რომ არასოდეს არ ამატებთ ერთ მოთხრობას! წინააღმდეგ შემთხვევაში 451 გრადუს ფარენჰეიტით დაიწვებით ჯოჯოხეთში -_-
როგორ ვამატებ წიგნს?
ნაბიჯი 1: მოძებნე წიგნი
[image error]
როდესაც გვსურს რაიმე წიგნის დამატება, პირველი რასაც ვაკეთებთ, ვეძებთ საიტზე, რომ დავრწმუნდეთ, უკვე ხომ არ არის დამატებული ეს წიგნი.
საძიებო სისტემაში შეგიძლიათ დასერჩოთ, როგორც წიგნის სათაური, ასევე ავტორის სახელი და გვარი და ISBN.
(ვინაიდან, გუდრიდზე ყველა წიგნი ინგლისურად ასე თუ ისე უკვე დამატებულია, აქცენტს ვაკეთებ ქართულენოვანი წიგნების დამატებაზე)
მაგალითისთვის, ვაწარმოებ ემილ ზოლას რომანის, "შემოქმედება" დამატებას.
ნაბიჯი 2:
როგორც ჩანს, "შემოქმედება" ქართულად დამატებული არ არის (წარმოვიდგინოთ, რომ არცერთ სხვა ენაზეა დამატებული)
სერჩის მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება "Manually add a book ", ვაჭერთ და შევდივართ.
ნაბიჯი 3:
ვიწყებთ თითოეული ველის შევსებას:
[image error]
title : ვწერთ წიგნის სათაურს
sort by title: ისევ სათაურს
author: მწერლის სახელს და გვარს ინგლისურად (თუ არ ვიცით, იყოს ქართულად)
თუ გვინდა მთარგმნელის დამატებაც, ვაჭერთ Add new author და role-ში ვუთითებთ "translator", ილუსტრატორის შემთხვევაში შესაბამისად და ა.შ.
ISBN : წიგნის isbn-ს ტირეების გარეშე
თუ წიგნის დამატებისას ისბნ არ დაემატა, შეგიძლიათ ჩაწეროთ მეორე ვერლშიც (ISBN13-ში)
თუ გრძელი ISBN-ა (978-9941-ით იწყება ხოლმე), ეგ იწერება ISBN-13-ში ყოველთვის
publisher: წერთ გამომცემლობის სახელს
published: გამოცემის წელს
number of pages: წიგნის გვერდებს
format: წიგნის ფორმატს (მაგ. თუ სქელყდიან წიგნს ამატებთ, მიუთითებთ "Hardcover" და ა.შ. )
edition: ვტოვებთ ცარიელს
description: ვწერთ წიგნში შესული რომანის ან მოთხრობების მცირე ანოტაციას
edition language: ვუთითებთ ენას (თუ ქართულენოვანია წიგნი, "Georgian")
original title: აქაც ვწერთ წიგნის სათაურს (უცხოელი ავტორის შემთხვევაში შესაბამის ენაზე არსებულ პირველად სათაურს. მაგ. ზოლას შემთხვევაში "შემოქმედების" ფრანგულ სახელწოდებას - "L'Œuvre")
original publication date: თუკი ვიცით წიგნის გამოცემის პირველი თარიღი, თუარადა ვტოვებთ ისე. მაგ. ზოლას "შემოქმედების" შემთხვევაში ჩავწერთ 1886 წ. მაგრამ ქართული გამოცემის წელია 1987 წელი, რასაც ზევით, published-ში ვუთითებთ.
media type: მონიშნავთ book-ს
მარჯვნივ ზევითვეა Add a cover image for this book, სადაც ტვირთავთ წიგნის გარეკანს.
და ბოლოს, აწვებით Create book.
როგორ ვამატემ განსხვავებულ გამოცემას?
თუკი ვიცი, რომ წიგნის ინგლისური (ან ნებისმიერი რამე სხვა ენა) ვერსია უკვე დამატებულია საიტზე, მაშინ შევდივართ წიგნის გვერდზე (ან ჯერ ავტორს ვეძებთ და მერე შევდივართ წიგნის გვერდზე) და ვაჭერთ "Add a New Edition" ღილაკს.
მაგ.: ემილ ზოლას შემთხვევაში:
[image error]
ამის შემდეგ კვლავ ვიწყებთ ყველა ველის შევსებას:
title: რა ენაზეც ეწერება წიგნი, წავშლით და ქართულ სახელწოდებას ჩავწერთ.
sort by title: იგივე
author: აქ უკვე წერია. თუ მთარგნელის ან სხვა ვინმეს დამატება გვინდა ვაკეთებთ ისე როგორc ზემოთ აღვნიშნე
დანარჩენს ყველაფერს იგივენაირად ავსებთ.
description-ში შლით უცხო ენას და ქართულ ანოტაციას ამატებთ.
უთითებთ ენას, ამატებთ სურათს და კვლავ აჭერთ "Create book".
დამატებითი შეკითხვებისთვის, მოგვწერეთ ამ თემაში