Iakob Gogebashvili
Born
in Variani, Georgia
October 15, 1840
Died
June 01, 1912
More books by Iakob Gogebashvili…
“ჩვენი განათლებული თუ ნახევრად განათლებული საზოგადოების საგრძნობ ნაწილში ხშირად გაიგონებთ ყოვლად ველურ და უხეშ აზრსა და გამოთქმებს ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. ეს არათუ ქრისტიანული საქციელი არ არის, არამედ დიდი შეცდომაცაა. ეს ჩვენი ნამდვილი უბედურებაა...
დროა, დიდი ხანია დროა, გავიგოთ, რომ მრავალფეროვნების საწყისი მხოლოდ ავსებს და ანაყოფიერებს ერთიანობის საწყისს. სრედნევსკის საუცხოო გამოთქმით, თავისებურება, რომელიც თითოეული ხალხის ცხოვრებასა და მეტყველებას ახასიათებს, შეიძლება მუსიკალური ტონების თავისებურებას შევადაროთ; ყოველი მათგანი საჭირო და თვითმყოფადია, თუმცა იგი სხვა ტონებსაც უკავშირდება.”
―

“აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო. გარნა შინაგანს ქრისტიანობას იგი აქამომდე თითქმის მოკლებულია. ხშირად ჩვენში აღორძინებული გარეგანი ქრისტიანობა, აშენებული აურაცხელი ეკლესიები და მონასტრები, უდაბნოები სავსე ყოფილან მრავალი ბერებითა, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე უტარებიათ ლოცვასა და ვედრებაში, მაგრამ მაშინაც კი მეტ-ნაკლებობით სუსტი ყოფილა ჩვენში ის მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომელიც შეადგენს ქრისტიანობის შუა გულსა, ის მოქმედი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ღვთაებრივი სწავლა მაცხოვრისა ჩვენისა. ის სპეტაკი იდეალი, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა შემდეგს, სიტყვებში: „იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი“, წინედ ნაკლებად ყოფილა ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელ-მნათობად და ეხლა ხომ, დროსა განხრწნილობისა ჩვენისასა, სრულიად მივიწყებული გვაქვს.”
―
―
Topics Mentioning This Author
topics | posts | views | last activity | |
---|---|---|---|---|
Georgian Library: * ქართველი ავტორები და მათი წიგნები | 127 | 1048 | Mar 22, 2025 07:21AM |